პოსტები სოციალური ქსელიდან

,,ჩვენ, ვიყავით იმ თაობის ბავშვები, როცა დედა მხოლოდ ყინვაში გვისმევდა ,,ვაზელინს”

Nusagi

ეხლა ჩემ თაობაში იმ ,,ბეყეებმაც” არ იგულისხმოს თავი ვისაც ჩემი თაობის მოხსნა-დანიშვნის, ჩარეხცვა-გადარეცხვის ილუზიები აქვს, მხოლოდ ილუზიები….თორე რისი გამქაჩველები არიან ეგ ხო ვიცით) #ხვალარავისემახსოვრება

არა….ჩემ თაობაზე ვწერ და მინდოდა მეთქვა, რომ მოკლედ, ჩვენ ხომ ვართ თაობა, რომელიც ბავშვობაში წერდა- ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში, ოთარაანთ ქვრივის დედობრივი სიყვარული, ქალები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში, ქალი-მუზები ნიკოლოზ ბარათაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, ეთიმ გურჯის შემოქმედებაში?…ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ქალი არის სიცოცხლის, სიყვარულის სითბოს საწყისი დედამიწაზე და დღეს უკვე მატერიალური დოვლათის შემქმნელი-ც!!. 

დიახ, ჩვენ ვიყავით შევარდნაძისდროინდელი მაგრამ არა ,,შევარდნაძისტები”, დიახ, ჩვენ ვართ თაობა, როცა აფასებდნენ ღირსეულებს! დიახ, ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც კარნახი არ გვჭირდებოდა ვინ იყო დამსახურებული და პატივსაცემი. ჩვენ, ვიყავით თაობა, რომელიც ჩირგვში არ ვძრებოდით ვინმეს რომ ჩვენთვის რამე არ ეთხოვა, იმიტომ რომ გვქონდა ამის ,,შნო” და @@@@-ი და ,,გამკეთებლებიც” იყვნენ და ვიყავით, ყველა აუცილებლობის და სიკეთის და არ იყო ჩვენთვის თანამდებობა ,,ფუფუნება”…
…ბაბუაჩემი, ანდრია ჭაჭიაშვილი, უფრო ძველი თაობის იყო…დაუწყობელი და არეული დროის იყო…. მაგრამ ,,კაცი” იყო…..მაშინ სცემდნენ საზღვრებს გარეთ პატივს, როცა ჯერ კიდევ საზღვარი, ზოგს, მეზობლებს შორის გავლებული ღობე ეგონათ.

დიხ, იურისტიც და ეკონომისტიც გახლდათ, სწავლობდა და მოღვაწეობდა პარიზში (მარტო 3 თვიან კურსებს არ გადიოდა) და როცა გარდაიცვალა, სულ რაღაც 32 წლის ასაკში, ფრანგებმა, დიდი პატივით ჩამოასვენა თურმე საქართველოში და დიდი პატივით მიაბარეს მშობლიურ მიწას ქართველებმა…. და დღემდე ვინახავ 100 წლის წინ მოწერილ, მისი მეგობრების წერილებს, იმიტომ რომ ამას მისი შვილი ინახავდა, დღეს მე-მისი შვილიშვილი და ხვალ აუცილებლად შეინახავენ ჩემი შვილები…..იმიტომ რომ ეს ისტორიაა…..ისტორია, რომელსაც ზოგიერთებივით ნაგვის ყუთში არასოდეს ვისვრით……

…..და ბოლოს, ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც ვერასდროს ვერავინ გაგვეჯიბრება, ვერც ზნეობაში, ვერც კაცთმოყვარეობაში! საკუთარი სკამის დათმობის მერე, ახალ სკამის მეპატრონეს არასდროს ჩავსაფრებივართ, ჩვენთვის გამოწვდილი ხელი არავისთვის წაგვიმტვრევია და ერთი ჯიბე რომ გამოუწევია, მეორეში არასოდეს ჩაგვიხედავს…თუ ვინმეს რამე უჩუქებია, გამოგვირთმევია, მაგრამ დედები გვასწავლიდნენ, რომ ის მისი იყო, უბრალოდ გულით გაიმეტა ჩვენთვის და ამისთვის, დიიდი მადლობა უნდა გადაგვეხადა და თან დაგვემახსოვრებინა!! 

ჩვენ, ვიყავით იმ თაობის ბავშვები, როცა დედა მხოლოდ ყინვაში გვისმევდა ,,ვაზელინს,” თან ხელებზე, რომ არ დაგვსკდომოდა და ყველაზე მთავარი….. როცა ვინმე ჩვენგან მიდიოდა არასოდეს ვიწყებდით მასზე აუგის თქმას, ბავშვობაშიც კი….დიახ, ვიყავით და ასეთებად დავრჩით!….. ვისაც ჰგონია რომ ჩვენი თაობა ცოტა მოძველდა, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ, დღემდე, ქალაქი და სოფელი გვცემს პატივს, მთლიანობაში კი ამას ქვეყანა ქვია და არა ,,ახალგამოჩეკილი” ერთეულები, ….. საითაც წავსულვართ დიდი სიყვარული გვხვდება და არა ისე საითაც გაქცეულან, იქეთ რომ ,,წაქცეულან”😉……დიახ, დიახ, დიახ!!!!…ასეა და ვისაც ამაში ეჭვი ეპარება ეს ისევ იმ ,,ახალგამოჩეკილობის” ან ,,უნახაობის” ბრალია!….. არაუშავს გაიზრდებიან, შედგებიან ალბათ საზოგადოებად როდესმე და მიხვდებიან……იმასაც მიხვდებიან ალბათ რომ კარებთან ,,ატუზვა” მაგარი გრეხია და არ ვართ ჩვენი თაობა ამას მიჩვეული, თუ კაი ტიპი ხარ სულ ღია უნდა გქონდეს კარი ყველასთვის…..დროებითი ოთახის კარია, ,,კაბინეტებს რომ ეძახიან” გულის კარი ხომ არა))
იცით რა?? ასე პატარებიც აღარ ხართ ჩემო კარგებო….ხანდახან ვალდებულებიც ხართ ვიღაც-ვიღაცეების წინაშე…..

და ცოოტა, მეტ-ნაკლებად, სწავლა-განათლების ,,დონის”, ან საზოგადოებისთვის მიღებული ადამიანების გარჩევა-გადარცევაც უნდა შეგეძლოთ…. ,,კაკ მინიმუმ”:… არა ისევ თქვენთვის არის კარგი…..
….. ჩვენი ვალდებულებაც და მოვალეობაც, მოკრძალება, ოჯახის სიწმინდე, შვილებზე მზრუნველობაა, პატივიცემა საზოგადოებისა და პასუხისმგებლობა მარტო ქვეყნის კიარა, ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ,,ღირსეულის” წინაშე, (ქვეყანაც არაფერია მათ გარეშე!).
ხოდა აი, ჩემო თაობავ, არანაირი კულტურა და ღირსება არ აყვავდება, ჩვენს მიერ გაჭრილი საძირკველის გარეშე და შესაბამისად გისურვებთ, რომ არ შედრკეთ, გაძლიერდით, მხრებში გაიმართეთ და ერთი ღრმად ჩაისუნთქეთ, იმიტომ, რომ ჩვენ, დიდი ხნის წინ გავჭერით ,,კაცთმოყვარეობის” ,,სუფთა ურთიერთობის” ,,ურთიერთპატივისცემის” საზოგადოებაში ,,ღირსეულად თავის დამკვიდრების” ,,არაგოიმობის” ,,არა ამპარტავნობის” ,,არა ხამობის” არა ,,უნახავობის”და ,დაუნახავობის” საძირკველი და არასდროს გავჩერდეთ ამ საძირკველში!!…

მაგრამ…. ვაი რომ ჩემი თაობის ბევრმა წარმომადგენელმაც, ერთი პატარა, მორყეული სკამისთვის ან უცებ ნაშოვნი გახვრეტილი ,, შაურისთვის” დაკარგა სახე ….

სახე რომ თავის ადგილზე გვაქვს. თვალიც და ფეხიც….არც ჩვენ ვართ არიფები და კარგი გაზრდილი რომ იყო დედა და მამა უნდა გყავდეს კარგი.
მე მაკა ვარ და ეს მინდოდა მეთქვა) !…..”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მაკა ჭაჭიაშვილი

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,881 ნახვა
%d bloggers like this: