უცხოური მედია

ადვოკატი: იულია სუსლიაკი გაიტაცეს

Nusagi

“იულია სუსლიაკი გაიტაცეს”,- ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ზურაბ თოდუა ავრცელებს. ის გატაცებაში ადანაშაულებს ქართველ სამართალდმცველებს და განმარტავს, რომ ხვალ პრესკონფერენციაზე ის და სუსლიაკი აპირებდნენ გამოძიების დეტალებზე ლაპარაკს. სწორედ ამ პრესკონფერენციას უკავშირებს ადვოკატი ამ გატაცებას. ამჟამად ის გენერალურ პროკურატურაშია და ამბობს, რომ ინფორმაციას არ აწვდიან.

ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობიდან 19 ივლისს გათავისუფლდა. საქმე განსახილველად უკრაინის პროკურატურას გადაეცა.

ორი ან მეტი პირი მიმართ ტრეფიკინგში ბრალდებულის, იულია სუსლიაკის მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. საქმის პროკურორების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების უმეტესობა არის უკრაინაში და ქართულ მხარეს მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს. თავის მხრივ, იულია სუსლიაკის ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელახლა დააკავებენ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,155 ნახვა
%d bloggers like this: