უცხოური მედია

ნიუ-იურკში რეკორდული სიცხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Nusagi

დაახლოებით 150 მილიონ ადამიანს ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქვეყნებში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა აწუხებს.

Deutsche Welle-ს ცნობით, ძლიერი სიცხის გამო ნიუ-იუორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რადგან კლიმატური პირობების გამო სულ ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა. ქალაქში გაუქმდა ყველა ღონიძიება, რაც უქმეებზე იყო დაგეგმილი. 

გამოცემის ცნობით, ადამიანებს ძირითადად ძლიერი სიცხე აშშ-ის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში აწუხებთ. მათ შორის გაუსაძლისი სიცხეა ნიუ-იორკში, ფილადელფიაში და ვაშინგტონში. ტემპერატურა 38 გრადუსს აღწევს.  

აშშ-ის ამინდის ნაციონალური სასმსახურის (NWS) ცნობით, ძლიერი სიცხე და ტენიანობა იწვევს სითბურ სტრესს ან მზის დარტყმას. ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ უსაფრთხოების სპეციალური ზომები დაიცვან. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,374 ნახვა
%d bloggers like this: