უცხოური მედია

ობიექტოფილიის შემთხვევა ბრიტანეთში – ქალი ჭაღზე ქორწილს გეგმავს

Nusagi

ბრიტანეთის ქალაქ ლიდსის მცხოვრები ქალი აუქციონზე ნაყიდ ჭაღთან არაოფიციალურ ქორწინებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mirror იუწყება. 

35 წლის ამანდა ლიბერთიმ ჭაღი ინტერნეტ-აუქციონზე შეიძინა და 400 გირვანქა სტერლინგი დაუჯდა ევროპოდან მისი ჩამოტანა. ამანდა ამბობს, რომ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება.  

ქალმა ჭაღს ლიუმერი დაარქვა და ქორწილისთვის ბეჭდები უკვე შეიძინა. ის ამტკიცებს, რომ თავის სატრფოს შესანიშნავად უვლის, ყოველდღე აპრიალებს. მისი თქმით, ხვდება, რომ ბევრი ვერ იგებს მის ლტოლვას უსულო საგნისადმი, თუმცა შეშლილად თავს არ თვლის. 

ლიუმერის გარდა, ამანდას კიდევ აქვს სხვა სანათები, რომლებთანაც გახსნილი ურთიერთობა აქვს. წარსულში მას ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკება უყვარდა და მისი გვარიც კი აიღო. თუმცა, შორ მანძილზე რომანის შენარჩუნება რთული გამოდგა და იძულებული გახდა, დაშორებოდა.

ადამიანებს, რომლებიც უსულო საგნებისადმი ლტოლვას განიცდიან, ობიექტოფილები ან ობიექტოსექსუალები ჰქვიათ. კარგად არის ცნობილი შვედეთის მკვიდრის, ეკლოფ ბერლინერ-მაუერის შემთხვევა, რომელიც 1979 წლიდან თავს ბერლინის კედლის მეუღლედ თვლის. ასევე ამერიკელი ერიკა ლაბრი, რომელიც 2007 წელს არაოფიციალურად დაქორწინდა ეიფელის კოშკთან. კვლევის თანახმად. ობიქტოსექსუალების ნახევარზე მეტს აუტისტური სპექტრის დარღვევები აღენიშნებათ. 

2017 წელს აშშ-ში, სან-დიეგოში მცხოვრები ქალი ამტკიცებდა, რომ სანტა-ფეს რკინიგზის სადგურზე დაქორწინდა, მისი თქმით, ბავშვობიდან იყო შეყვარებული ამ შენობაზე. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,043 ნახვა
%d bloggers like this: