პოლიტიკა

ოქრუაშვილმა ინტერვიუში ისეთები თქვა, რამდენიმე საქმე უნდა აღიძრას მის წინააღმდეგ

Nusagi

არც ისე ხანგრძლივ ინტერვიუში, ოქრუაშვილმა ისეთები თქვა პრაქტიკულად რამდენიმე საქმე უნდა აღიძრას მის წინააღმდეგ,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, ექსპერტი და ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს.

გამზარდია შაბათის კურიერში გასულ ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლობის წევრები მედიას თუ ბიზნესს კერძო ინტერესებით ართმევდნენ და მართავდნენ.

„ოქრუაშვილი ამბობს ფული სულ მქონდა იმ ადამიანების გზით, ვისაც ვარწმუნებდი რომ ფული ამა თუ იმ საქმეში დაეხარჯაო.

ეს რას ნიშნავს, რომ პირადად აყაჩაღებდა ბიზნესმენებს თუ იმას, რომ “რუსთავი 2” სხვისი ფულით შეიძინა თავის დროზე, ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მაშინ რას დაობს ამ ტელეკომპანიაზე, გამოდის სხვას უნდა ჰქონდეს პრეტენზია მესაკუთრეობაზე და არა ოქრუაშვილს.

აქვე, მისი ლაპარაკით, გამოდის რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლობის დროს, მაშინდელი ხელისუფლების წევრები მედიას თუ ბიზნესს კერძო ინტერესებით ართმევდნენ და მართავდნენ – ეს კი ვიცოდით ისედაც, მაგრამ ოქრუაშვილმა, შეიძლება ითქვას, თავადვე დაადასტურა.

არც ისე ხანგრძლივ ინტერვიუში, ოქრუაშვილმა ისეთები თქვა პრაქტიკულად რამდენიმე საქმე უნდა აღიძრას მის წინააღმდეგ.

მართალი ვთქვა, ვერ გავიგე ოქრუაშვილს რა უნდა და რას უტრიალებს, რადგან საკუთარი თავის წინააღმდეგ უფრო აკეთებს განცხადებებს“,-წერს არჩილ გამზარდია. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,433,256 ნახვა
%d bloggers like this: