პოლიტიკა სოციალური ქსელები და მედია

ქიბარ ხალვაში – ოქრუაშვილი მთლიანად ყალბია და ადამიანად არ ვარგა

Nusagi

“ოქრუაშვილისგან სესხი არასდროს არ ამიღია. ვალი საიდან უნდა მქონდეს_ მასთან ერთად არავითარი ხელშეკრულება არ გამიფორმებია და ეს რაღაც დოკუმენტი საიდან მოვიდა?!” _ ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტი, რომელზეც ოქრუაშვილის ადვოკატი საუბრობს ყალბია და ეს ექსპერტიზაზეც დამტკიცდება.

” ოქრუაშვილი რომ მთლიანად ყალბია, ადამიანად არ ვარგა, ეს უკვე დიდი ხანია თვითონ დაამტკიცა და ისევ აგრძელებს ამის მტკიცებას. მიშას მარიონეტია თუ შანტაჟის ქვეშ არის, ეს კითხვის ნიშანი არსებობს. მაშინ იწყებს იმათ სასარგებლოდ მოქმედებას, როცა მათ უნდათ” _ ამბობს ხალვაში, რომელიც ოქრუაშვილს წარსულს ახსენებს:”გავიხსენებ იმას, რაც მაგათმა მაესტროში გააკეთეს, როცა მაესტრო ხალხს ისე სჭირდებოდა და მიშას ხელს უშლიდა”, _ ამბობს ბიზნესმენი.

_ რა გააკეთეს ბატონო ქიბარ?

_ ოქრუაშვილის და ეროსის ხალხი რომ შევარდა ტელევიზიაში 2012 წელს და მაუწყებლობა გააჩერეს, ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მართული პროცესი იყო, _ აღნიშნა ხალვაშმა, რომლის თქმით, ოქრუაშვილს მის წინააღმდეგ არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,054 ნახვა
%d bloggers like this: