პოლიტიკა საზოგადოება

რუსთავი2-ის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის მიღმა დარჩა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი

Nusagi

დღეს საშუალო სტატისტიკური ლიბერალი, რომელიც ამ ყველაფერს მხარს უჭერს, ან გააზრებულად არის ნაცი ან ლიბერალურ თამაშებს აყოლილი, ეხმარება ნაცებისთვის სასარგებლო ნარატივების გავრცელებას,-ამის შესახებ კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია „პოსტივის“ ეთერში საუბრისას აცხადებს.

მისივე თქმით, გადაკვეთის წერტილები ნაცებსა და ლიბერალებს შორის ყოველ კრიტიკულ შემთხვევაში, თვალსაჩინოა. 

„რუსთავი2-ის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის მიღმა დარჩა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი- სტრასბურგის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ნაციონალური მოძრაობის სახელმწიფო მმართველობა იმ ძალადობრივ სპეცოპერაციაში, რომლის ფარგლებშიც ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს, შემდგომ კი, კრიმინალური სპეცოპერაცია კანონიერ ქმედებად შეფუთეს. ამ მოვლენებს კი, რუსთავი2 სწორედ ისე აშუქებდა, როგორც ნაცმოძრაობას სურდა და დღემდე არაფერი შეცვლილა.

შესაბამისად, ევროპული კონვენციით დაფუძნებულმა ევროპულმა სასამართლო ორგანომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი დანაშაულებრივი მმართველობის ფორმებით ხასიათდებოდა. რუსთავი2 კი, მათ სამსახურში იდგა მაშინაც და იგივეს აგრძელებს დღესაც. ნაცებს და მათ მსახურ ენჯეოებს ვერაფერი გამოასწორებს, მაგრამ საზოგადოების ის ლიბერალური ნაწილი, რომელიც გაუაზრებლად ასხამს ხოლმე წყალს ნაცების წისქვილზე, კიდევ ერთხელ დაფიქრდება იმაზე, თუ ვის მიმართ გამოხატავს პირდაპირ თუ ირიბ მხარდაჭერას“,-აცხადებს ბაჩო ოდიშარია.  

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,163 ნახვა
%d bloggers like this: