სოციალური ქსელები და მედია

დავით დვალი – რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობდი

Nusagi

დავით დვალი იმ ერთი პიროვნების გვარს ასახელებს, ვინც “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლების განცხადებით, მათსა და სამართლიანობის აღდგენას შორის ჩადგა.

რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობდი. იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ის წყვეტს, დათმობს თუ არა წილს ქიბარ ხალვაში და რამდენს, – ამის შესახებ „რუსთავი 2-ის” ყოფილმა მფლობელმა, დავით დვალმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობდი. იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ის წყვეტს, დათმობს თუ არა წილს და რამდენს ქიბარ ხალვაში და ასევე, საერთოდ მიგვიშვებენ თუ არა “რუსთავი 2-თან”. ჩვენ დღევანდელ განცხადებაში აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ ჩვენ გვინდოდა და გვინდა დღესაც, რომ სამართლებრივი მექანიზმი გვეჭიროს, რომ დაზარალებულები, რადგანაც გვცნო პროკურატურამ, წინ წასწიოს საქმე და რამე სამართლებრივი ბერკეტი დაგვიტოვოს ბრძოლისთვის. ეს იყო ჩვენი მთავარი მოთხოვნა და ზუსტად აქ გვგონია პრობლემა, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მარტო ქიბარ ხალვაში რას გვეტყვის, იმას წყვეტს, არამედ იმასაც, რომ პროკურატურა დუმს და თაროზე აქვს შემოდებული ჩვენი საქმე და არანაირად წინ არ იძვრის,“ – განაცხადა დავით დვალმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,449 ნახვა
%d bloggers like this: