ტექნოლოგია

ელექტრომობილი რომელიც კედელზე პარკირდება, ბაზარზე 2021 წელს გამოვა

სამბორბლიანი ელექტროქარი Nobe 100 მთელი რიგი უჩვეულო მახასიათებლებით გამოირჩევა. ამასთან, ის შესაძლოა, გახდეს პირველი ელექტრომობილი, რომლის პროგრამული უზრუნველყოფა და სათადარიგო ნაწილები მუდმივად განახლდება. 

ელექტრომობილი ესტონურმა კომპანიამ Nobe წარმოადგინა. მას მხოლოდ სამი საბურავი აქვს, ორი წინ და ერთი უკან, რაც კარგადაა შერწყმული რეტრო-დიზაინთან და 1970 წელს გამოშვებულ 3-ბორბლიან ავტომობილს მოგაგონებთ. გარდა ამისა, ელექტრომობილი ძალიან მსუბუქია და მხოლოდ 600 კილოგრამს იწონის. 

ყველაზე უცნაური მახასიათებელი კი ის არის, რომ Nobe 100-ის გაჩერება ვერტიკალურად, კედელზე არის შესაძლებელი. თუმცა, ამისთვის კედელზე სპეციალური მექანიზმი უნდა იყოს დამაგრებული. 

ელექტრომობილი ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდება. პირველი 10 ავტომობილი $29 000-ად გაიყიდება.



Facebook Comments