ინციდენტი ფლორიდაში, ქალაქ კლირუეთერში, კვირას, 21 ივლისს, ადგილობრივი დროით 12:45 სთ-ზე მოხდა. პლაჟზე მყოფ 40 წლის მამაკაცს მეხმა დაარტყა და მოკლა, ახლოს მყოფი 8 ადამიანი კი, დაშავდა. 5 მათგანი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Fox News-ის ცნობით, ყველა მათგანი პლაჟზე მდებარე ზღვის პროდუქტების რესტორანთან იმყოფებოდა.
მანამდე, 12:15 სთ-ზე, პლაჟზე მყოფმა მაშველებმა უამინდობის გამო, დატოვეს თავიანთი კოშკები და დამსვენებლებს მოუწოდეს, უსაფრთხო ადგილისთვის შეეფარებინათ თავი.
Facebook Comments