Advertisements

თალაკვაძე: ჩემთვის უფრო მეტად შემაშფოთებელია ნიკა გვარამიას ნათქვამი, რომ „რუსთავი 2“ და მედია მის ხელში იარაღი იყო

როდესაც შუალედური, დროებითი ზომა მიიღო “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ ადრე, ის იმ წუთასვე გახდა შესრულების საგანი და მისი გასაჩივრება არ მომხდარა- ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა.

Nusagi

არჩილ თალაკვაძის თქმით, მისი გასაჩივრება არ მოხდება და არ ხდება ახლაც. რაც შეეხება კონვენციურ უფლებებს, ამას არანაირი გადაწყვეტილების ჩამოსვლა, როგორც გვარამიამ თქვა, არ სჭირდება სტრასბურგიდან.

„იმთავითვე ცნობილი იყო, რომ კონვენციური უფლებების ნაწილში გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება იმ ტრანზაქციებს და გადაწყვეტილებებს, რომელიც სახელმწიფომ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაატარა. ჩემთვის პირადად ძალიან შემაშფოთებელი იყო უფრო მეტად ის, რომ ყოფილმა დირექტორმა გვარამიამ თქვა, რომ “რუსთავი 2” და მედია მის ხელში იყო იარაღი. მოგეხსენებათ, რომ ის იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივისტი და პოლიტიკური პარტიის წევრი და შესაბამისად, შემაშფოთებელია,როდესაც პოლიტიკური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ მედია და ჟურნალისტები პარტიის ხელში იყო იარაღი. მე ვფიქრობ, ამას თქვენი და საზოგადოების მხრიდანაც სათანადო შეფასება სჭირდება. მიუღებელია, რომ მედია და ჟურნალისტური საქმიანობა პოლიტიკური პარტიის იარაღი და მისი პირდაპირი მანიპულაციის საგანი იყოს, რაც დაადასტურა გვარამიამ თავის გამოსვლაში”- განაცხადა თალაკვაძემ.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed