სამართალი

ოქრუაშვილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს

Nusagi

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოკითხეს. 

ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან დაასახელა რამდენიმე შეკითხვა, რომელიც მისი თქმით, გამოკითხვის დროს დაუსვეს. 

„გამოკითხვის საჭიროება ვერ დავინახე იმ დროიდან გამომდინარე, რომელიც ჩემ გამოკითხვას დაეთმო. საკმაოდ კარგ, ხუმრობის ხასიათზე ვიყავი და შეკითხვაზე, ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და რა მიზნით, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წელს გავხდი დეპუტატი და სამი თვის განმავლობაში, ვიდრე პარლამენტი პროკურორობის გამო შემიწყვეტდა უფლებამოსილებას, ხელფასი მქონდა ასაღები. 

მერე მკითხეს, წინა მხრიდან რატო აპირებდი შენობაში შესვლას, ვუპასუხე, რომ მეგონა, ბუღალტერია წინიდან იყო. მერე მითხრეს პოლიციელებმა, რომ გვერდიდან არისო და გვერდიდან წავედი. ბოლოს პასუხი მივიღე, რომ ხელფასს არ მოგცემთო. 

ერთადერთი აზრიანი კითხვა იყო-რას მოვიმოქმედებდი, თუ ხალხი შევიდოდა პარლამენტში, ძალიან მარტივი პასუხია-ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმის გამო, რომ რაიმე სახის გართულება არ მომხდარიყო“, – განუცხადა ჟურნალისტებს ოქრუაშვილმა.  

„წინა რიგებში ვიდექი და ხალხს ვაშოშმინებდი. ამოიღეთ კადრები, ეს ყველგან ჩანს“, – აღნიშნა ოქრუაშვილმა. 

შსს-ს ცნობით, ის სამართალდამცველების შეკითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, ირაკლი ოქრუაშვილი სამინისტროში გამოკითხვაზე 21 ივნისს იყო დაბარებული, თუმცა, არ გამოცხადდა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ სურდა, დაკითხვა მხოლოდ  მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით შემდგარიყო. იმავე დღეს, ირაკლი ოქრუაშვილმა განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა, რომ ვინაიდან ის უცხოეთში მიემგზავრებოდა დაკითხვის თარიღი და დრო მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩანიშნულიყო. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამართალდამცველების შეკითხვებს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს უპასუხებს, რომელზეც გამოძიება 2 მუხლით   სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,488 ნახვა
%d bloggers like this: