საზოგადოება

შალვა თადუმაძე: ჩემს კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განვიხილავ

Nusagi

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე საკუთარ კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილავს. ეს განცხადება შალვა თადუმაძემ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების შემდეგ გააკეთა.

როგორც მოქმედმა პირველმა გამომძიებელმა მედიასთან თქვა, პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ რომ არ არის, ამას თავისი საქმიანობით დღესაც უზრუნველყოფს. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შალვა თადუმაძესთან გასაუბრება 5.5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძირითადად კითხვები სწორედ დამოუკიდებლობის ხარისხს ეხებოდა. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პირველი მოსმენა 17 ივლისს გაიმართა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 50-კაციანი სიიდან ფარული კენჭისყრით, პარლამენტისთვის წარსადგენი მოსამართლეობის 20 კანდიდატი უნდა შეარჩიოს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,036 ნახვა
%d bloggers like this: