მოდა

მეგობრები მიყვარს და ვაკური სიყვარული არ შემიძლია – გიორგი მასხულია “Ajara Fashion week”-იდან მოხსნეს

გორში მომხდარი სკანდალის გამო, გიორგი მასხულია “Ajara Fashion week”-იდან მოხსნეს – ინფორმაციას ამის შესახებ Factnews.ge ავრცელებს.

“მოგახსენებთ რომ 22-ივლის გორში რეგიონ Fashion weeki -ის მესამე დღე ვერ ჩატარდა, რომელიც დახურვის დღეს ერთერთი გასართობი გადაცემა მავანის გამო ჩაიშალა.

რაშიც მე უმიზეზოდ გავეხვიე ჩემი მეგობარი ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი გახდა ცუდად და იგი ვერ დავტოვე ამდენ ალიაქოთში და დავუდექი გვერდით. სკანდალშიც მოგეხსენებათ მეც მოვყევი, ამის შემდეგ 1-სათში დაახლოებით მირეკავს Adjara Fashion weeki -ის დამფუძნებელი ქალბატონი მანანა გოგლიჩიძე და მეუბნება რომ გიორგი მე დამირეკა ვიღაცამ და მითხრა მასხულიაზე თავი შეიკავე და ჩვენებიდან ამოაგდეო, ამიტომ ჩვენებაზე ვერ ჩაგსვამო, მე გული დამწყდა იმაზე რომ ამდენი შრომა წყალში ჩამიგდო ამ ქალბატონმა. აჭარა ფეშენ ვიკისთვის 15-კოლექცია შევკერე ერთ -კვირაში და ეს ხარჯი მიზის 2000-ლარამდე და ქალბატონი მანანა მირეკავს და მეუნება ჩვენებიდან გხსნი რეგიონ ფეშენ ვიქზე მომხდარი სკანდალის გამოო. რისი მოტივაციით მხსნის, ეგ რაშუაშია სკანდალთან საერთოთ არ იცოდა თავიდანვე რო მე ვარ სკანდალური ტიპაჟი, ხალხი ამაზე დიდ სკანდალებში ეხვევა რაშუაში იყო მის პროექტთან ეს სკანდალი? ესე გი ჩემი საუკეთესო მეგობარი არ დამეცვა და გამოვქცეულიყავი დამეგდო მეგობარი ამდენ ხალხში და იმიტომ უნდა წამოვსულიყავი რომ მანანას არ ამოვეგდე ფეშენვიკიდან, ქალბატონო მანანა თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას დატოვებდით გულ წასულ მეგობარს იმიტო რომ პრესტიჟი არ გაგფუჭებოდათ? მე არ არ მყავს ვითომ მეგობრები რომლებიც ფულის გამო და საკუთარ აპარტამენტებში დასასვენებლად მოსიარულე ვითომ დაქალ ძმაკაცები ეგეთი მეგობრები. მე კარგი და გულკეთილი მეგობრები მყავს და ჩვენ არ ვტოვებთ ერთმანეთს ესე. მე არ ვაპირებ ესე ჩაიაროს ამ ამბავმა ან მოვითხოვ ჩვენებაზე ჩემი ლუქების დაბრუნებას და წარსდგენას ან ამინაზღაუროს ის ხარჯი რაც გავწიე ჩემს კოლექციაში, თუ არდა მივმართავ სხვა ზომებს, როგორ 4-დღით ადრე მირეკავ იმიტო რომ. მეგობარს გვერდით დავუდექი და მაგდებ ჩვენებიდან რატომ რის საფუძველზე შენ დაგიშავე რამე? შენს ფეშენვიკს რამე დავუშავე თუ რატომ? პროგრამაშიც ვზივარ შემიძლია წარგიდგინოთ მე დავუკავშირდი ჩემს ადვოკატს და გავიარე ყველა საჭირო კონსულტაცია და აუცილებლად ვაპირებ შეტანას სასამართლოში აუცილებლად გააცემს პასუხს აჭარა ფეშენვიკის დამფუძნებელი ქალბატონი მანანა გოგლიჩიძე ამაზე პასუხს რის საფუძველზე დამატოვებინა ფეშენვიკი სადაც უკვე სათის განრიგშიც დღეც და ლოკაციაც შერჩეული ჰქონდა ჩემი ჩვენებისთვის.

მე არ გავჩერდები არასოდეს დავხრი თავს მითუმეტეს უსამართლოდ მე მეგობრები მიყვარს და ვაკური სიყვარული არ შემიძლია ვითომ მეგობრები რომ ჰყავს გვერდით” – აღნიშნა გიორგი მასხულიამ.

Facebook Comments