მამუკა ხაზარიძისა და ბადრი ჯაფარის პროკურატურაში დაბარებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, ხელისუფლებას ანაკლიის პორტის პროექტის გაუქმება სურს, ასევე, მთავრობა „კლავს“ მის პოლიტიკურ ოპონენტებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ერთ-ერთი ძლიერი მოწინააღმდეგის განეიტრალების მცდელობა. მას იმედი აქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგად საქმე გამჭვირვალედ წარიმართება.
მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რამე სახის სპეკულაცია პოლიტიკური სიმულაციაა.
Facebook Comments