სოციალური ქსელები და მედია

რუსთავი 2-ის ყიდვა მე გუნდმა დამავალა, ვერ გავიფორმებდი და მოვძებნე ბიზნესბეგრაუნდის ადამიანი

Nusagi

„დვალი თუ თვლის, რომ მას ძალადობით გადააფორმებინეს რუსთავი 2, უნდა დააბრუნოს ის ფული, რომელიც აიღო ამაში და თქვას, რამდენი აიღო. მას ფული აღებული აქვს. დვალთან არაფერი მაქვს სადაო. თუ თვლის, რომ მას წაართვეს, მისი ლოგიკით გამოდის რომ ხალვაშმა წაართვა და ხალვაშმა დაუბრუნოს,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.  

აღნიშნული განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “არჩევანში” გააკეთა, სადაც ასევე მოწვეულები იყვნენ დავით დვალი და ქიბარ ხალვაში. ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ მას არაფერი აქვს სადებატო არც დვალთან და არც ხალვაშთან.

„ხალვაში არავინ არ არის, ივანიშვილი დგას მის უკან. სალია რომ იყო მოსული და კოლექტივს რომ შეხვდა, რა თქვა? “რუსთავი 2” ჩვენთვის ბიზნესიაო. მათ თუ “რუსთავი 2”, როგორც ხალვაშს პამპერსების ბიზნესი ჰქონდა, ასეთი ჰგონიათ, ძალიან ცდებიან. “რუსთავი 2” არ არის ბიზნესი. მე პირადად არ ვდაობ “რუსთავი 2-ზე” როგორც აქტივზე. მე ვდაობ იმაზე, რომ ივანიშვილმა არ წაიღოს, როგორც თავისუფლების ბოლო ციტადელი,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილმა გაიხსენა, თუ როგორ გადაწყდა, რომ “რუსთავი 2” მას შეეძინა და როგორ მოხდა მისი და ქიბარ ხალვაშის გადაკვეთა. ოქრუაშვილის თქმით, ქიბარ ხალვაში იყო ფიქტიური პირი, რომლის სახელზეც გადაფორმდა “რუსთავი 2”.

„რუსთავი 2-ის” ყიდვა გუნდმა დამავალა. შესაბამისად, იქიდან, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკი ვიყავი და ამას ჩემზე ვერ გავიფორმებდი, მოვძებნე ჩემს სიახლოვეს მდგომი ბიზნესბეგრაუნდის ადამიანი. რომელიც იყო მეტნაკლებად დასაბუთებადი საზოგადოებისთვის ქიბარ ხალვაშის სახით,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისი თქმით, არხის შეძენას ცდილობდა კომპანია, რომლის უკან იდგა ბადრი პატარკაციშვილი. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, “რუსთავი 2” ხელისუფლებას სჭირდებოდა იმისთვის, რომ „იმედი“ დაებალანსებინა.

„ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს” ეროსი კიწმარიშვილი ყიდდა იმაზე ადრე, ვიდრე გადააფორმა ხალვაშზე. ყიდდა „ნიუსკორპზე“ და „ნიუსკორპის“ უკან იდგა ბადრი პატარკაციშვილი. ჩვენ გვქონდა “რუსთავი 2-ის” ყიდვა გადაწყვეტილი იმის გამო, რომ ბადრი პატარკაციშვილის „იმედი“ დაგვებალანსებინა,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა და აღნიშნა, რომ როცა გაიგო, ეროსი კიწმარიშვილს აღებული ჰქონდა „ნიუსკორპისგან“ 800 ათასი, უკან დააბრუნებინა  ფული.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, “რუსთავი 2-ის” შესყიდვა მოხდა სრული წესების დაცვით და არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.

„მილიონ ორასი ათასი აიღეს დვალმა და აქიმიძემ. ეროსი კიწმარიშვილმა აიღო გაცილებით მეტი ისე, რომ დვალმა და აქიმიძემ ამაზე არაფერი არ იცოდნენ,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ქიბარ ხალვაშმა კარგად იცის, რომ “რუსთავი 2” მისი არ არის და არც არასდროს ყოფილა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,054 ნახვა
%d bloggers like this: