ხელოვნება და კულტურა

რუსების მიერ გადაღებული „ჩერნობილის“ ტრეილერი გამოქვეყნდა

YouTube-ზე „ჩერნობილის“ რუსული ვერსიის ტრეილერი გამოქვეყნდა. ის Amalgama Studio-მ გადაიღო.

როგორც მანამდე გახდა ცნობილი. პროექტზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, თუმცა მას შემდეგ აქამდე არანაირი ინფორმაცია არ ყოფილა ცნობილი. სერიალი რუსულ ტელეარხ НТВ-ზე, 2019 წელს უნდა გავიდეს.

ოფიციალური სინოფსისის მიხედვით, სერიალში მოქმედება დაიწყება ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე. სიუჟეტი აგებულია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლის ალბერტ ლენცის სამძებრო სამუშაოებზე, მთავარი გმირი კი სამხედრო კონტრდაზვერვის ვიცეპოლკოვნიკი ანდრეი ნიკოლაევია. ის შეეცდება, რომ შეაჩეროს უცხოელი ჯაშუში და აღკვეთოს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება. 

ფილმის ავტორები ირწმუნებიან, რომ ისინი წარმოადგენენ ფაქტებს, თუ რა მოხდა მაშინ სინამდვილეში. 

სერიალი 12 ეპიზოდისგან შედგება და მისი რეჟისორი ალექსეი მურადოვია. გამოცემის ცნობით, “ჩერნობილის” რუსული ვერსიის გადაღებები 2018 წელს ბელარუსში, კერძოდ – მინსკში, მოზირში, სლუცკში და სხვა ქალაქებში მიმდინარეობდა.

მაისში HBO-ს მიერ გადაღებული მინისერიალი „ჩერნობილი“ გამოვიდა, რომელიც IMDb-ზე ყველაზე მაღალრეიტინგული გახდა.

Facebook Comments