საქართველოში Euronews-ი დაიწყებს მაუწყებლობას. საინფორმაციო არხთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია „სილქნეტმა“ გააფორმა.
საინფორმაციო არხი საერთაშორისო და ადგილობრივ სიახლეებს გაავრცელებს. არხი დამოუკიდებელი იქნება, ჩამოყალიბდებასარედაქციო საბჭო და Euronews-ის მიერ გაკონტროლდება.
Euronews-ი ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხია, რომელიც მაუწყებლობს 160 ქვეყანაში და ყოველთვიურად თითქმის 400 მილიონ ოჯახს და 135 მილიონ ადამიანს აწვდის ინფორმაციას. არხი თორმეტ სხვადასხვა ენაზე მაუწყებლობს.

Facebook Comments