საზოგადოება

სტიქიის გამო ლენტეხის სამი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

Nusagi

სტიქიაა ლენტეხის მუნიციპალიტეტში. გუშინ ღამით უხვი ნალექის შედეგად მდინარე ჩოლშურა ადიდდა და სოფლები – დვრიში, ტვიბი და ესიერი გარესამყაროს მოწყვიტა.

ლენტეხის გამგებლის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სოფლებთან დამაკავშირებელი გზა მთლიანად წაღებულია, ამ წუთებში კი სპეციალური ტექნიკის დახმარებით ხიდის გადარჩენას ცდილობენ. 

ბადრი ლიპარტელიანი ამბობს, რომ სოფლებთან დამაკავშირებელი გზის აღდგენას დაახლოებით ორი დღე დასჭირდება. ადგილზე მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,954 ნახვა
%d bloggers like this: