პოლიტიკა

უტიაშვილი მის სახლთან გამართულ აქციას ორ ენაზე, განსხვავებული შინაარსის პოსტებით ეხმაურება

Nusagi

ყოფილი ხელისუფლების შს მაღალჩინოსანი შოთა უტიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მის სახლთან გორელების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

უტიაშვილმა ფეისბუქზე აქციას ორი სტატუსი მიუძღვნა, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ქართველი ფეისბუქმომომხმარებლისთვის უტიაშვილი წერს, რომ მან 2008 წლის ომზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა იმის შესახებ, რომ ომმა თავისი პლიუს-მინუსებით საქართველოს პოლიტიკური კაპიტალი დაუგროვა. ინგლისურენოვანი ფეისბუქმომხმარებლებისთვის განკუთცნილ პოსტსში კი, უტიაშვილი თავის გუშინდელ განცხადებას არ ახსენებს (ომის პლიუს-მინუსებზე) და წერს, რომ მის სახლთან სახელისუფლებო ტროლების აქცია იმის გამო იმართება, რომ მან ანაკლიის პორტის გამო საქართველოს მთავრობა რუსეთთან ზედმეტად რბილი ურთიერთობის გამო გააკრიტიკა.

შოთა უტიაშვილის სახლთან გორელი ახალგაზრდები საპროტესტო აქციას მართავენ, ისინი უტიაშვილისგან „2008 წლის ომის პლიუსებზე “ გამოთქმული მოსაზრების გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

Facebook Comments
თეგები

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,339,063 ნახვა
%d bloggers like this: