პოლიტიკა

უტიაშვილო, გამოდი შე ძაღლიშვილო და ბოდიში მოგვიხადე- გორელების აქცია უტიაშვილის სახლთან

Nusagi

გორელები „ნაციონალური მოძრაობის“ შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, შოთა უტიაშვილის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები უტიაშვილის მიერ აგვისტოს ომის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს იყო შეურაცხყოფა შინდისის გმირების, ასევე ყველა იმ დაღუპულის, რომელმაც სიცოცხლე საქართველოს ტერიტორილ მთლიანობას შესწირა. 

„უტიაშვილო, გამოდი შე ძაღლიშვილო და ბოდიში მოგვიხადე. შე ქვეშაფსია, გადმოიხედე გარეთ და ბოდიში მოიხადე, ჩადი და ნახე, რამდენი ლტოლვილი გვყავს, როგორ ცხოვრობენ, შე ცოლს ამოფარებულო გოშიავ, წაგებულ ომში კონცერტებს რომ მართავდით, ანწუხელიძე მაინც არ გაგიგია?“,- სკანდირებენ გორელი ახალგაზრდები.

შეგახსენებთ, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომს პლიუსებიც ჰქონდა და საქართველოსთვის ამოსუნთქვა იყო.


Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,122 ნახვა
%d bloggers like this: