ტექნოლოგია

ყალბ ახალ ამბებთან საბრძოლველად ონლაინ თამაში „რაც მოგივა დავითაო“ შექმნეს

თბილისში ახალი ონლაინ თამაშის სახელწოდებით „რაც მოგივა დავითაო“ პრეზენტაცია გაიმართა. თამაშის მთავარი გმირი ბიჭი დავითაა, რომელიც ციფრულ რეალობაში ტყუილ-მართლის გარჩევას ცდილობს, თუმცა ეს ყოველთვის არ გამოსდის. 

ყოველი ახალი ტყუილის დაჯერებისას მისი დიდი თავი უფრო მძიმდება და წაქცევისკენ უბიძგებს. მოთამაშის მიზანია, დაეხმაროს დავითას, რაც შეიძლება, ნაკლებად წაიქცეს და წარმატებულად გაარჩიოს ტყუილ-მართალი. მომხმარებლებს თამაში დავითას FACEBOOK გვერდისმესენჯერში შეუძლიათ. 

„რაც მოგივა დავითაო“ ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების ამაღლებისთვის შექმნილი პროექტის ნაწილია, რომელსაც საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ლაბორატორია”, “ფორსეტთან” და Digital Communication Network-თან პარტნიორობით ახორციელებს. 

Facebook Comments