უცხოური მედია

ჩინელს ქალს, რომელსაც 118 შვილი ჰყავდა აყვანილი, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Nusagi

ჩინეთში 54 წლის ქალი, რომელიც 118 ბავშვის შვილად აყვანისთვის ფილანტროპად მოიხსენიებდნენ, სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქალი სასამართლომ დამნაშავედ ცნო გამოძალვაში, დოკუმენტების გაყალბებაში, თაღლითობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. ქალი, რომელსაც ერთ დროს “საყვარელ დედას” უწოდებდნენ სასამართლომ 388 ათასი დოლარითაც დააჯარიმა.

მასთან ერთად ასევე დამნაშავედ ცნეს მისი 15 თანამზრახველი, მათ შორის მეგობარი კაცი. როგორც სასამართლოზე ითქვა, ეს ჯგუფი დანაშაულს დიდი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით სჩადიოდა.

ლი იანქსიაზე მედიამ ყურადღება 2006 წელს გაამახვილა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მას ერთ პატარა სოფელში ათობით ბავშვი შვილად აყავდა.. მაშინ ქალმა თქვა, რომ ყოფილმა მეუღლემ მათი შვილი გაყიდა, სწორედ მას შემდეგ გადაწყვიტა დახმარებოდა სხვა ბავშვებს. 

2018 წლის მაისში პოლიციამ ლი იანქსიას საბანკო ანგარიშზე 20 მილიონი ჩინური იუანი და 20 ათასი დოლარი აღმოაჩინა, მის მფლობელობაში ასევე იყო Land Rover-ისა და Mercedes Benz-ის ავტომობილები. ამასთან, სამართალდამცავმა ორგანომ დაადგინა, რომ ლი იანქსია 2011 წლიდან უკანონო საქმიანობას ახორციელებდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,339,070 ნახვა
%d bloggers like this: