სელებრითები

ჩემმა შვილმა დღეს მიიღო ზუსტად ის ტრავმა, რომელიც მე 13 წლის ასაკში სააკაშვილის რეჟიმის დროს დაღად დამადეს

მომღერალი თიკა ჯამბურია რუსთაველზე, პატრულის თანამშრომლებთან მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს.

„პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას, ვინც დაინტერესდით და მგულშემატკივრობდით… მეორე რიგში მინდა მოგიყვეთ, რა მოხდა … ვნახე, რომ უამრავ სააგენტოს უდევს ინფორმაცია ამ საშინელი ფაქტის შესახებ თუმცა, ვცდილობ არ წავიკითხო. ფიზიკურად ნერვები არ მაქვს , მოკლედ მე ვცხოვრობ რუსთაველის 1 ნომერში ზუსტად იმ სადარბაზოში, რომელიც მიბმულია პანორამა თბილისის მშენებლობაზე, აქედან გამომდინარე ჩვენ, ანუ მაცხოვრებლებს აღარ გაგვაჩნია პარკინგის ზონა არც ეზო, ამიტომ მანქანას ფიზიკურად ვერსად ვაჩერებთ. აქედან გამომდინარე ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის მიჩვენებია ჩემი პირადობა, სადაც წერია ჩემი საცხოვრებელი მისამართი და ამის შემდეგ დაურთვიათ ნება მანქანის გაჩერების ….

მოკლედ დღეს მე, მამაჩემი ,დედაჩემი, ჩემი და და ჩემი შვილი ნინა ვიჯექით უკვე დაქოქილ მანქანაში და მივდიოდით ჩვენს გზაზე, როდესაც ჩვენთან მოვიდა ახალგაზრდა გოგონა პტრულის თანამშრომელი, დედაჩემმა დაიწყო პირადობის მოძიება ჩანთაში, რადგან როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ ეს ხერხი, პირადობის და საცხოვრებელი სახლის ჩვენება “ჭრის ” .

მოკლედ არ გვაცადა ამ გოგომ ახსნა, რომ ეს ჩვენი სახლია, რომ აქ ვცხოვრობთ, რომ არ გვაქვს პარკინგი, რომ უკვე გავდივართ და დედაჩემს და ამ გოგონას შორის მოხდა შელაპარაკება სიტყვიერი. ამასობაში პატრულის მანქანიდან გადმოხტა მეორე თანამშრომელი ასევე ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც პირველივე წამიდან იყო აგრესიული არც მამაჩემის წინაშე მოერიდა უხეში ლაპარაკი , (მამაჩემი გენერალია და მის მიმართ ძალიან დიდი პატივისცემა აქვს პატრულის და პოლიციის ყველა თანამშრომელს ).

მოკლედ ამასობაში შეიყარა ხალხი ატყდა ერთი ამბავი, დედაჩემს გაუკეთეს ხელბორკილები ( დედას შაქარი აქვს ძალიან მძიმე ფორმებში, მისთვის არ შეიძლება ჭრილობა და დაბეჟილობები ) ამაზე ნერვიულობით გადმოვხტი მანქანიდან და ვთხოვდი მისთვის ბორკილები მოეხსნათ.

ეს ბიჭი, რომლის სახელს შეგნებულად არ დავწერ, იყო აგრესიული … მოუვიდა შელაპარაკება ჩემთანაც და იმ წამსვე დამადო ხელ ბორკილები …. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ქვეყნის, კანონის და ღმერთის წინაშე, რომ მე მათთვის არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია ….


რაც შეეხება ნინას … ნინამ დღეს მიიღო ზუსტად ის ტრავმა, რომელიც მე 13 წლის ასაკში სააკაშვილის რეჟიმის დროს დაღად დამადეს, როდესაც ზუსტად ამავე ადგილას მამაჩემი ჩემთან ერთად დაიჭირეს !!!!! არასოდეს არ დამავიწყდება ეს ტკივილი და ძალიან დიდი დრო დამჭირდება ნინას რეაბილიტაციისთვის …… ასევე, აქვე მინდა მადლობა გადავუხადო დანარჩენ სხვა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ადამიანურად და თავაზიანად გვექცეოდნენ მეც, დედასაც და ნინასაც … თუმცა ეს დღე ჩემთვის და ჩემი ყველაზე კანონ მორჩილი ოჯახისთვის ძალიან მძიმე და შეურაცხმყოფელია ….“,-წერს თიკა ჯამბურია.

Facebook Comments