ხელოვნება და კულტურა

დიმიტრი მამულიას “ბოროტმოქმედის” მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართება

ვენეციის კინოფესტივალის პროგრამის გასაჯაროების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დიმიტრი მამულიას ფილმის მსოფლიო პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.

“ბოროტმოქმედი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და იგი ვენეციაში წარმოდგენილი იქნება საკონკურსო პროგრამაში “ჰორიზონტები”.

“ბოროტმოქმედი” საქართველო-რუსეთის კოპროდუქციაა. იგი ქარხნის 25 წლის ინჟინრის შესახებ გვიყვება, რომელიც შემთხვევით ცნობილი მეკარის მკვლელობის მოწმე გახდება. ფილმის პროდიუსერია სულიკო წულუკიძე, სცენარზე დიმიტრი მამულიამ და არჩილ ქიქოძემ იმუშავეს, მთავარ როლებს გიორგი პეტრიაშვილი, ნატალია ჯუღელი და მადონა ჩაჩხიანი ასრულებენ.

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია, რომელიც 1932 წლიდან ტარდება. წელს იგი 28 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

Facebook Comments
თეგები

ავტორის შესახებ

Info Postalioni