სამართალი

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარუდგინეს

Nusagi

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს და და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს  ბრალი წარუდგინეს. პოლიციის მთავარი სამმართველოდან მისი ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ცოტა ხნის წინ გამოვიდა. მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს.

„ამ წუთში დასრულდა ბრალის წარდგენა. ირაკლი ოქრუაშვილს პოზიცია არ შეუცვლია. გუშინაც გასაჯაროვდა მისი პოზიცია.  რაც შეეხება მუხლს, ეს არის სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მონაწილეობას – ამაში სდებენ მას ბრალს. დანაშაულს, რა თქმა უნდა არ აღიარებს”,-განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სხდომა სავარაუდოდ დღეს ჩაინიშნება. 

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს.

შეგახსენებთ, 20 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,433,206 ნახვა
%d bloggers like this: