მაჩალიკაშვილი – ადრე სუს-ს ვებრძოდი, ახლა მომიწევს, შსს-ს და გახარიასაც ვებრძოლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე 4 პირს, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის ძმისშვილს, მორის მაჩალიკაშვილს პატიმრობა შეეფარდათ. 

სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მალხაზ მაჩალიკასვილმა. მისი თქმით, ადრე სუს-ს ებრძოდა, ახლა კი შსს-სთან დაიწყებს ბრძოლას.

„საბოლოოდ დავრწმუნდი, ეს ხელისუფლება არის კრიმინალზე დაფუძნებული, მაგრამ არა უშავს, მიწიერი ჯოჯოხეთის გავლა ვაჟკაცთა ხვედრია. ციხის არ გვეშინია არც მე და არც ჩემს მოდგმას. აქამდე ვებრძოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმის გამო, რომ მომიკლეს ვაჟი საწოლში, მე ახლა მომიწევს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნაბიჭვარ გახარიას ვებრძოლო, ვნახოთ, ვინ დამარცხდება და ვინ მოიგებს“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული