სამართალი

სოფელ გომში შენობის არ არსებობის გამო, პოლიციელებს მორიგეობა ავტომანქანებში უწევდათ

Nusagi

შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ გომში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა.

მანამდე, შენობის არ არსებობის გამო, პოლიციელებს მორიგეობა ავტომანქანებში უწევდათ.

ახალ შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სისტემური განახლების ფარგლებში, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. უკვე დასრულებულია და ფუნქციონირებს როგორც პოლიციის, ასევე, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ახალი შენობები, აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის და ავტოპარკის განახლება. ასევე პოლიციელებისთვის შეღავათიანი ბინათმშენებლობის პროექტი.


Facebook Comments
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,178 ნახვა
%d bloggers like this: