უცხოური მედია

ფრანკენშტეინი აშშ-ში – FBI- მ დახურულ ცენტრში ქალის თავიანი მამაკაცის გვამი იპოვა

Nusagi

გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა აშშ-ში, არიზონას შტატის ბიოლოგიური რესურსების ერთ-ერთ დახურულ ცენტრში ადამიანის სხეულებით სავსე სათლი, ასევე მამაკაცის ტანზე მიკერებული ქალი თავი იპოვეს. ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ცენტრში, ჩხრეკაზე მისულ სამართალდამცველებს საზარელი სურათი დახვდათ. ერთმანეთზე დაყრილი ადამიანის კიდურები, მაცივარში მამაკაცის გენიტალიები, ასევე კედელზე ჩამოკიდებული მამაკაცის გვამი, რომელსაც ქალის თავი ჰქონდა მიკერებული. სამართალდამცველების თქმით, ნანახი „ფრანკენშტეინის ურჩხულს“ ჰგავდა.

დახურულ ცენტრში ჩხრეკა ჯერ კიდევ 2014 წელს ჩატარდა, თუმცა ამ დრომდე, ნაპოვნის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო. დღის სინათლეზე მხოლოდ მაშინ გამოვიდა, როდესაც რამდენიმე დღის წინ, 33-მა ოჯახმა ორგანიზაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მათ ახლობლების ცხედრები ცენტრს სამეცნიერო მიზნებისთვის ნებაყოფლობით გადასცეს,თუმცა წარმოდგენაც არ შეეძლოთ, რომ გვამებს ასახიჩრებდნენ და ნაწილებს ყიდდნენ. 

ცენტრის მფლობელი სტეფან გორი სასამართლომ 2015 წელს დამნაშავედ ცნო ადამიანების ორგანოებით ვაჭრობისთვის, თვალცრემლიანმა გორმა დანაშაული აღიარა და გარდაცვლილების ოჯახებს ბოდიში მოუხადა. მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 4 წელი პირობითი სასჯელი და 121 ათასი დოლარის ჯარიმა დაეკისრა. 

ამჟამად საქმე გადაცემულია უმაღლეს სასამართლოში, სადაც მას 2019 წლის 21 განიხილავენ. 

Facebook Comments
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,919 ნახვა
%d bloggers like this: