საზოგადოება

ხალხო, ბეჟან ლორთქიფანიძეები თუ ციხეში იქნებიან, თქვენს ცხოვრებას აზრი არ ექნება

Nusagi

სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, „ნაკრესის“ გამგეობის წევრ ბეჟან ლორთქიფანიძეს 20-21 ივნისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობისთვის პატიმრობა მიუსაჯა.

ბეჟან ლორთქიფანიძის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჟურნალისტებთან საუბრისას ემოციური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საზოგადოებამ ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბეჟან ლორთქიფანიძე ციხეში არ ყოფილიყო.

„რაც დღეს მოხდა, იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზაცია აღარ არსებობს. როგორ შემიძლია მე დავიცვა ტყეში ხე, როცა საკუთარი თანამშრომელი ვერ დავიცავი, ამ საზოგადოებამ ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბეჟან ლორთქიფანიძე დღეს ციხეში არ ყოფილიყო.  ხალხნო, ლაპარაკია ადამიანზე, რომლისნაირიც საქართველოში ძალიან ცოტა დარჩა, თუ ხვალ-ზეგ სხვა ბეჟან ლორთქიფანიძეები აღმოჩნდებიან ციხეში, არათუ ჩვენს ორგანიზაციას, თქვენს ცხოვრებას არ ექნება აზრი“,-განაცახა „ნეკრესის“ თანამშრომელმა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,163 ნახვა
%d bloggers like this: