Uncategorized

აშშ-ში, საკვების ფესტივალზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა

კალიფორნიაში, ქალაქ გილროიში, ნივრის ფესტივალზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ NBC News იუწყება.

სროლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ოთხი ადამიანი და დაშავდა 11. წინასწარი მონაცემებით, მოკლულთა შორის არის თავდამსხმელიც, რომელიც ადგილზე მისულმა პოლიციამ მალევევ გაანეიტრალა. 

ქალაქის პოლიციამ ცხელი ხაზი გახსნა ადამიანებისთვის, ვინც ახლობლებს ეძებენ, ასევე მომხდარის თვითმხილველებისთვის. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელი თეთრკანიანი მამაკაცი იყო, რომლის ასაკი დაახლოებით 30 წელია. ის სპეციალურად არავის უმიზნებდა. ესროდა განურჩევლად ყველას. მან 10-დან 15-მდე გასროლა მოასწრო. 

Facebook Comments