სოციალური ქსელები და მედია

ზურაბ კინწმარიშვილი – ეროსი კინწმარიშვილს რუსთავი2-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია

Nusagi

ეროსი კინწმარიშვილს რუსთავი2-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია,-ამის შესახებ რუსთავი2-ის დამფუძნებლის, ეროსი კინწმარიშვილს ძმამ, ზურაბ კინწმარიშვილმა ტვ-პირველის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით,თუ ვინმეს აქვს რუსთავი2-ის წილის მოთხოვნაზე ლეგიტიმური საფუძველი, მათ შორის ეროსი კინწმარიშვილის ოჯახიც უნდა იყოს.

„10 წლის წინ ეროსი იყო პირველი, ვინც რუსთავი2-ის წილთან დაკავშირებით დავა წამოიწყო, მან სასამართლოს მიმართა. დეტალებისგან თავს შევიკავებ, მე არ ვარ მისი სამართალმემკვიდრე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს სასამართლოში მის მიერ შეტანილი სარჩელი და დაკითხვის ოქმები. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს ძმას და ჩემს რძალს ხშირად დაუფიქსირებიათ, რომ რუსთავი2-ის გაყიდვით თანხა არ მიუღიათ. მეც არ მინახავს ამხელა თანხის კვალი. მათ ნათქვამი აქვთ, რომ გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხიდან 1 თეთრიც არ მიუღიათ. ია კინწმარიშვილს რაც შეეხება, ის აკვირდება ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ჩემი აზრით, შესაძლებელია, უახლოეს მომავალში თავისი სამოქმედო გეგმით წარსდგეს. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია“,-განაცხადა ზურაბ კინწმარიშვილმა.

ეროსი კინწმარიშვილის ძმა ამბობს, რომ ია კინწმარიშვილის გადასაწყვეტია, იდავებს თუ არა ტავის წილზე, თუმცა მიაჩნია, რომ ყველა მხარეს აქვს უფლება, თავის წილის მოთხოვნის. 

„დვალსა და აქიმიძესთან მათი მენეჯმენტის დროს მიმუშავია, ასევე ვიმუშავე ქიბარ ხალვაშის დროსაც. ჩემი დამოკიდებულებაა ისეთი, რომ უნდა შესრულდეს ყველა ვალდებულება, რაც ახლანდელმა მფლობელებმა დადეს. ჯერჯერობით რაიმე დესტრუქციისა და პირობების შეუსრულებლობის ნიშნები არ ჩანს და ვისურვებდი, რომ ასევე გაგრძელდეს“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,021 ნახვა
%d bloggers like this: