კულინარია

 როცა სიცხეში ცხელი არაფერი გინდათ – „აკროშკის“ საუკეთესო ალტერნატივა

Nusagi

ცხელ დღეებში, როცა ცხელი სადილი არ გინდათ, ლიტვური ცივი სუპი ნამდვილად მისწრებაა. ის “აკროშკის” კარგი ალტერნატივაა.

ლიტვური ცივი სუპის ინგრედიენტები:

ჭარხალი 300 გრ.

კიტრი 300 გრ.

ლიმონი 1/2 ცალი.

კვერცხი 3 ცალი

კეფირი 900 მლ

მწვანე ხახვი

შავი პილპილი

მარილი

კარტოფილი

  1. მოხარშეთ ჭარხალი, გააციეთ და მოაცალეთ კანი. კვერცხი კარგად მოხარშეთ. კიტრი გარეცხეთ. გახეხეთ მსხვილ სახეხზე კიტრი და ჭარხალი. დაამატეთ ნახევარი ლიმნის წვენი.
  2. კვერცხი გაფცქვენით, დაჭერით ნახევრებად. 3 ნახევარი გადადეთ, დანარჩენი წვრილად დაჭერით და დაამატეთ ბოსტნეულს.
  3. მწვანე ხახვი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ნახევარი შეინახეთ, ნახევარი კი წვრილად დაჭრილ კვერცხთან ერთად დაამატეთ ჭარხალს, დაასხით კეფირი. თუ სქელია, გაათხელეთ მინერალური წყლით.
  4. დაამატეთ მარილი, შავი პილპილი, მოურიეთ და შედგით მაცივარში 30 წთ.
  5. კარტოფილი გარეცხეთ და მოხარშეთ კანიანად.
  6. დაასხით სუპი თეფშებზე, დაამატეთ ნახევარი კვერცხი და შენახული დაჭრილი მწვანე ხახვი. ცალკე თეფშით სუფრაზე მიიტანეთ ცხელი კარტოფილი.
Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,695,891 ნახვა
%d bloggers like this: