პოსტები სოციალური ქსელიდან

ვატო გელაშვილი – სააკაშვილის დროს ჩემთვის ციხეში ცოცხი არ უკადრებიათ, ვისაც აკადრეს ეტყობა დაიმსახურა და საქათმეში უკრეს თავი

Nusagi

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული ვატო გელაშვილი, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული, მერაბ მეტრეველის პოსტს ჟურნალისტის ფეისბუქგვერდზე ეხმაურება. მეტრეველმა დაწერა, რომ „ნაცმოძრაობა“ ამკვიდრებს ნარატივს: რადგან ცოცხი ანუსში არ ეტევა, ამიტომ ყველაფერი, რაც  ციხის კადრებში იყო დადგმული და ტყულიაო. „როდემდე უნდა გჯეროდეთ ამ სისულელის?! დიახ, ცოცხი ანუსში არ ეტევა, არც იმ პატიმარს ქონდა მანდ, მაგრამ თქვენ წამება მარტო ეს გგონიათ?! “,-წერს მეტრეველი.

ვატო გელაშვილი ჟურნალისტის მოსაზრებას არ იზიარებს და ამბობს, რომ ციხის მაშინდელ ადმინისტრაციას ასეთი განაწესი ჰქონდა და ადამიანის უფლებებს იმიტომ არღვევდნენ, რომ კრიმინალს ებრძოდნენ.

„იმას რაც იყო აღიარებენ. ანუ ძალის გადამეტებები და ე.წ “დაშლა”. მარა ამას “მკაცრი ხელით” მიღებული შედეგი იძლეოდა. პატიმრები რამოდენიმე ნაწილად იყოფოდნენ. იყვნენ შავი სამყაროს მოტრფიალე პატიმრები, იყვნენ მკვლელები და ყაჩაღები და იყვნენ ნაკლებად მძიმე კატეგორიის პატიმრების. ანუ ფინანსური, ავარია, საზღვის დარღვევა და ეგეთი… ხო და მოკლედ მკვლელებს, შავებს, რეციდივისტებს ისე ექცეოდნენ როგორც ისინი მოექცნენ იმ ხალხს რის გამოც იჯდნენ. მე მესმის რომ ეგეც ადამიანის უფლებების დარღვევაა. მარა ეგეთი განაწესი ქონდა მაშინდელ ციხის ადმიანისტრაციას და მართვის ეგეთი მეთოდები. როგორაც მოუტრიალდათ კი ვნახეთ. მარაა სხვაგვარად დამარცხდებოდა თუ არა კრიმინალი მაგაზე კვლევა არავის ჩაუტარებია. მე მახსოვს სკოლის მოსწავლეც რომ გაგეჩერებინა ქუჩაში 10 და 9 ქურდობა კრიმინალური სამყაროს წევრობა უნდოდა. აი იმ კრიმინალების მიერ გაუთავებული , დახოცილი, გაუბედურებული ოჯახები და ახალგაზრდობა თუ დათვალა ვინმემ?“,-წერს ვატო გელაშვილი. 

გელაშვილი ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელია, ის წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით იყო დაპატიმრებული, თუმცა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია. სატელევიზიო თოქ-შოუებსა თუ სოციალურ ქსელში ვატო გელაშვილმა სახელი იმით გაითქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ ციხეს დადებით კონტექსტში მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ციხეში ცუდად მხოლოდ მკვლელებს და ყაჩაღებს ექცეოდნენ, მისთვის კი, ცუდი არაფერი უკადრებიათ.

ვატო გელაშვილი ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება, თუმცა სოციალურ ქსელში ძველებურად აქტიურია.


Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,155 ნახვა
%d bloggers like this: