ჯანდაცვა

პეტიცია არ უნდა სჭირდებოდეს რაჭისთვის რეანემობილის გამოყოფას, ყველამ მოაწერეთ ხელი

პეტიცია არ უნდა სჭირდებოდეს რაჭისთვის რეანემობილის გამოყოფას! ყველამ მოაწერეთ ხელი,- ამის შესახებ მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს და პეტიციის ტექტს ავრცელებს.

რეანომობილი რაჭას!

„რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის, კერძოდ, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს არ ჰყავს კატასტროფის ჯგუფი, რის გამოც პრობლემა ექმნება (და არა ერთხელ უკვე შექმნია) ადამიანის სიცოცხლეს. ამბროლაურის და ონის საავადმყოფოებს არ აქვს  მრავალფეროვანი კვლევების ჩატარების საშუალება, ასევე არ ჰყავს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი და არ აქვს სხვადასხვა საჭირო განყოფილება, რის გამოც ხშირად პაციენტები გადამისამართებულნი  არიან სხვადასხვა კლინიკაში, სადაც საჭირო მომსახურებას უწევენ მათ. ბოლო შემთხვევამ ნათლად დაგვანახა რომ სხვა რაიონიდან გამოძახებული რეანომობილის დაგვიანებამ გაართულა ისედაც მძიმე  მდგომარეობა, საქმე ეხება 16 წლის მოზარდს, რომელიც ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია.

უმეტესად პაციენტის მდგომარეობა დამოკიდებულია სწრაფ რეაგირებაზე, რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს მისთვის გაწეული დახმარება, ამიტომაც საჭიროა ადგილზე იყოს კატასტროფის ჯგუფი, კვალიფიციური კადრებით და მოწესრიგებული ავტომობილით, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება.

ვთხოვთ ყველა შესაბამის უწყებას, გამოეყოს ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებს რეანომობილის ჯგუფები, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების დროულ და ეფექტურ მომსახურებას.

Facebook Comments