გოგა კალანდაძე – სუსტი გულის პატრონები ამ პოსტს მოერიდეთ

ამ კაცის მოღვაწეობა მართლა ტრაგედიაა, თავის კომპლექსიდან გამომდინარე ცდილობდა, იმაზე მაღალი გამოჩენილიყო, ვიდრე არის, მაგრამ იმდენად გადაამეტა, სიმაღლე კი არა, სახეც დაკარგა,-ასე ეხმაურება გოგა კალანდაძე რუსთავი2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებას ახალი ტელეკომპანიის შექმნის თაობაზე. 

კალანდაძის თქმით, სავარაუდოდ, გვარამიას ნაშოვნ ფულს არ შეარჩენენ, თუ ქვეყნის დაქცევას არ გააგრძელებს. 

„სუსტი გულის პატრონები ამ პოსტს მოერიდეთ ყოველ შემთხვევისთვის…

გვარამია : “ მოკლედ, მეგობრებო, არც თუ ისე დიდი ხნის, თუმცა ძალიან მძიმე და ინტენსიური ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე: რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია.

ბოლო მოვლენების შემდეგ, უკიდურესად დაღლილმა, ერთად ერთი დღის განმავლობაში ვიფიქრე ქვეყნიდან წასვლაზე და დალაგებულ ცხოვრებაზე მშვიდ ქვეყანაში. ახლა, ამ დღის გამო, საჯაროდ ბოდიშს ვუხდი საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს და ყველას, ვინც ელოდით ჩემს გადაწყვეტილებას, ვინც გულშემატკივრობთ ჩემს საქმეს, ვინც ფიქრობთ, რომ პატრიოტებმა და მედასავლეთეებმა ქვეყანა არ უნდა დავთმოთ,

ეს არის მცირე ამონარიდი იმ მგზნებარე პოსტიდან, რომლითაც გვარამიამ ფეისბუქის მომხმარებელი გაგვაბედნიერა. მთლიანი არ შემოგთავაზეთ იმიტომ, რომ თქვენც ჩემსავით არ გექვითინათ და არ დაფიქრებულიყავით იმაზე, რომ ღიირს კი ქართველად დარჩენა ?…რამეთუ ისინი ამისთანა პატრიოტ მედასავლეთეებს არ აფასებენ“

რადა სინამდვილეში, მართლა ტრაგედიაა ამ “კაცის” მოღვაწეობა, რომელსაც ძალიან ცოტა უნდოდა … თავის კომპლექსიდან გამომდინარე ცდილობდა, რომ იმაზე მაღალი გამოჩენილიყო, ვიდრე არის, მაგრამ იმდენად გადაამეტა, რომ სიმაღლე კი არა, სახეც დაკარგა.

ბარემ კი უნდა ქვეყნიდან წასვლა და უზრუნველად ცხოვრება, მაგრამ ვინ გაუშვებს ?!… ქვეყნის დაქცევისთვის, ასეთ შესაფერის ნაძირალას კიდევ სად იშოვიან ?!… ამიტომ ცხოვრების ბოლომდე, ყელში წაჭერილი, ასეთ გაფხრეწვაში ეყოლებათ და იმ ნაშოვნ ფულსაც არ შეარგებენ.

თან ისე არის რეალობას აცდენილი, რომ თავის თავს ისევ მედასავლეთედ მოიხსენიებს … როცა სწორედ იმ დასავლეთმა დაასვა გავარვარებული რკინით შუბლზე დაღი – “ ეთერის ყაჩაღი ! ” … და რომელი ტელევიზიაც არ უნდა გახსნას, ამ დაღს ვერ მოიშორებს … მაგრამ ყველაზე მძიმედ გადასატანი მისთვის ის იქნება, რომ ამ სამუდამო დაღს, ვერც პუტინს და ვერც ივანიშვილს რომ ვერ დააბრალებს“,-წერს გოგა კალანდაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments

ახალი დადებული