არ მერცხვინება სააკაშვილთან ლაპარაკი, ყველასგან მივიღებ ფულს, ვინც დიქტატურას ებრძვის

გახარია არ უნდა გადადგეს, ის უნდა გადააყენონ, ჩვენ ის ან ბრალდებულის სკამზე უნდა ვნახოთ, ან საერთოდ არ უნდა ვნახოთ,-ამის შესახებ რუსთავი2-ის ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დამყარდა რუსული დიქტატურა და ამაში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამაც შეიტანა წვლილი.

„სამწუხაროა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოდგა ტრიგერი,იმისთვის, რომ საქართველოში. რაც შეეხება ჩემს დაჭერას, ამას მე სიკვდილ-სიცოცხლის საქმედ არ განვიხილავ. ციხეში დროს გავატარებ წიგნის კითხვაში და მალე გამოვალ იქიდან, მაგრამ ის, ვინც ჩემს მერე შევა, ძალიან დიდხანს ვეღარ გამოვა“,-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, საქართველოში მალე გაიხსნება ორი ახალი ტელევიზია, ერთი- დავით კეზერაშვილის დაფინანსებით, მეორეს კი, თვითონ ჩაუდგება სათავეში. 

„მე არ მერცხვინება არავისთან ლაპარაკი, მათ შორის მიხეილს სააკაშვილთან. მე ყველასთან დავილაპარაკებ, ვინც დიქტატურას ებრძვის, მივიღებ მათგან ფულს და გავაკეთებ საქვეყნო საქმეს. სააკაშვილის შეცდომები განსახილველია, მაგრამ მე ვთვლი, რომ ის არის თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი და მასთან ლაპარაკი ჩემთვის სასირცხვილო არ არის“,-აცხადებს ნიკა გვარამია. 

Facebook Comments

ახალი დადებული