უცხოური მედია

ციმბირში ხანძრის გამო, სისხლის სამართლის პირველი საქმე აღიძრა

Nusagi

კრასნოიარსკის მხარეში ხანძრის გამო, გამომძიებლებმა სისხლის სამართლის პირველი საქმე აღძრეს. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამხარეო სამმართველოს ვებგვერდზეა ნათქვამი. 

სატყეო მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები გულგრილობაში არიან ეჭვმიტანილი. გამოძიების ვერსიით, მარტიდან აგვისტომდე პერიოდში ისინი არ იღებდნენ ტყის ხანძრების ჩასაქრობად საჭირო ზომებს, რამაც ხანძრის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე გავრცელება გამოიწვია.  

სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამმართველოში მიმდინარეობს ჩხრეკა. ტყის ხანძრით მიყენებული ზარალის ოდენობა დგინდება.

უკანასკნელი მონაცემებით, რუსეთში ტყის ხანძრებით დაფარული ფართობი 3 მილიონ ჰექტრამდე გაიზარდა. რუსეთის 5 რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ირკუტსკის ოლქში, კრასნოიარსკის მხარესა და იაკუტიაში. ამ ადგილებში ხანძრის ჩასაქრობად ხელოვნურ წვიმებს გამოიწვევენ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,053 ნახვა
%d bloggers like this: