ქალი და მამაკაცი

კაცებო, აბა დაფიქრდით, ვინ გაჩუქათ ქამარი…

სამიოდე დღის წინ ვზივარ ჩემთვის, თავი მტკივა. მცხელა. უგემურ ხასიათზე ვარ. რას აღარ ფიქრობს ეს თავი, სკდება და არ გასკდა.. იქეთ დედას დამხმარე ქალი აჭმევს, ჩვეულებრივი მოწყენილი დღეა და ასე მგონია-ფანჯრის გარეთ სიცოცხლე მიდის, მიჩქეფს უჩემოდ ოღონდ…
ამ სიტკბოში ვარ და რეკავს ქალაქის ტელეფონი. ეს ნიშნავს რომ აუცილებლად დედას ურეკავენ-ან ნათესავი, ან დაქალი.
ასეთ დროს მივრბივარ ტელეფონთან, არ ვიღებ, მიმაქვს პირდაპირ დედაჩემთან და ვადებ ყურზე, მეზარება ხოლმე ეს დაყენებული ლაპარაკი, მე მაინც არავინ დამირეკავს.
და მე ავიღე იმ დღეს, ვინც არ უნდა იყოს, უნდა ვუთხრა რომ დედა ჭამს და მერე გადავურეკავთ.
ელზა დეიდაა, დედას ნათესავი და უკარგესი ქალი, მარა მობერდა და ჩემზე მეტს ლაპარაკობს-ხო მიხვდით რა განსაცდელია.
-ნინიკოოო, როგორ ხარ ჩემო პატარაო? 
და სანამ ვეტყოდი რო ვარ კარგად, ვინ გაცალა, გააგრძელა:
-შენთან ვრეკავ, დედა იყოს არ დაუძახოო.
დავცქვიტე ყურები, მეთქი რა უნდა, ნუ ალბათ რაღაც აწუხებს და დაიწყებს ეხლა ამ ბალяჩკებზე ლაპარაკს…
-ერთი ეშმაკობა უნდა გასწავლო-ვო! 
ვუსმენ ჩუმად.
-კაცი რო მოგეწონება, ქამარი აჩუქეო! წელზე რო შემოირტყამს, ჩათვალე-შენს იქეთ გზა აღარ აქვსო!

-რაა-მეთქი დეიდა ელზააა?
და რაო და
-ხოო ნუ იცინი, არ გამაბრაზოო ეხლა, ეს ძველების წესია, ყველამ კი არ იცისო!

მერე დიდი ხანი მებოდიშა, აქამდე რო არ მასწავლა! ჰოდა კაცებოო!
აბა ერთი მაიინც დაფიქრდით, ქამარი ვინ გაჩუქათ!

რას არ გაიგებ მოკლედ…
თურმე რასა წვალობ, წადი იყიდე ერთი კააი ბალთავოი ქამარი, წაუღე აჩუქე და თან ფატა გეგდოს ჩანთაში!
და როგორც კი შემოირტყამს წელზე, ამოიღე და დაიდე თავზე!
ვიიისიიიაააა ვიისიიიააა ქაალიი ლაამააზიიი….
—–
ელზამ ალბათ თავის ცხონებულ ქმარს თან ჩაატანა ქამარი, რა იცი კაცია მაინც და იმქვეყნადაც რო არსად გაიხედოს…

ნინო ახობაძის ფეისბუქ-გვერდიდან

Facebook Comments