Uncategorized

ამ საუკუნეს მხრებით ეზიდებიან ისეთი დიდი ფიგურები, როგორებიც არიან ლაშა ბუღაძე, ქეთი დევდარიანი და ა.შ.

Nusagi

ამ საუკუნეს მხრებით ეზიდებიან ისეთი დიდი ფიგურები, როგორებიც არიან – ლაშა ბუღაძე, ქეთი დევდარიანი და ა.შ,- ასეთი ირონიით ეხმაურება ფილოსოფოსი და ბლოგერი გური სულთანიშვილი პოეტ რატი ამაღლობელის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქართული ხელოვნება ევრაზიის ჭაობიდან ამოვიდა და ახლა მას უნდა გაყვეს მთელი სახელმწიფო.

„ანუ, ჩვენ გამოგვყევითო? პრინციპში სწორიცაა, მე თუ მკითხავთ, მეტი ამბიციაც ლეგიტიმური იქნება. თბილისი ჰო მსოფლიოს კულტურული ცენტრია. მეოცე საუკუნის დასაწყისის პარიზი, საუკუნის მიწურულს ნიუ იორკი – როგორც კულტურული ცენტრები. 21 საუკუნეში ამ ყველაფერმა თბილისში გადმოინაცვლა. მეტიც, 21-ე საუკუნის თბილისი ხელოვნების მხრივ და ზოგადად, აზროვნების მხრივ, ისეთივე დიდი მოვლენაა, როგორც ძველი ათენი, ძვ. წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში, როდესაც საუკუნეს იყოფდნენ ისეთი მონუმენტური მნიშვნელობის ფიგურები, როგორებიც იყვნენ; ევრიპიდე, არისტოფანე, პარმენიდე, სოკრატე, პლატონი და ა.შ. დღეს კი, ეს ყველაფერი თბილისში ხდება. ამ საუკუნეს მხრებით ეზიდებიან ისეთი დიდი ფიგურები, როგორებიც არიან – ლაშა ბუღაძე, ქეთი დევდარიანი და ა.შ. (ისევ ჩემ ცოლს რა ვუთხარი, რო ვერ ვლანძღავ ყველას კარგად),-წერს გური სულთანიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,207 ნახვა
%d bloggers like this: