ეკონომიკა

ნათია თურნავა – ლარის კურსის რყევები 20 ივნისის მოვლენების შედეგია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ლარის კურსის გამყარების ტენდენცია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატურია.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი 20 ივნისის მოვლენები გახდა:

„ლარის კურსი მყარდება. ეს არის სტაბილური ტენდენცია, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ანალიზი იყო სწორი – ლარის კურსი ხელოვნურად იყო გაუფასურებული… ლარის კურსის რყევები მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს, დესტაბილიზაციის მცდელობასდა პარლამენტზე შტურმს. შემდეგ ეს აისახა ნეგატიურ საინფორმაციო ფონში, ძალიან ბევრი სპეკულაციური განცხადება გაკეთდა, რომელიც აღრმავებდა ნეგატიურ მოლოდინებს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნეგატიურ მოლოდინებს შეუძლია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის კურსის რყევა გამოიწვიოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Facebook Comments
თეგები