პოლიტიკა უცხოური მედია

ISIS-ის მებრძოლებმა „თალიბანის“ ტერორისტს ბავშვების თანდასწრებით თავი მოჰკვეთეს

Nusagi

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა „თალიბანის“ ტერორისტს ავღანეთში თავი მოჰკვეთეს. ამის შესახებ The Washington Post იუწყება.

კადრები ახლო აღმოსავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კვლევის ინსტიტუტმა შეისწავლა. მისი მონაცემებით, მკვლელობა ბავშვების თვალწინ მოხდა, რომლებიც აღნიშნულ ფაქტით აღფრთოვანებულნი უყურებენ. 

„თალიბანის“ მოკლულ ტერორისტს წითელი ფორმა აცვია. ორგანიზაციამ მასში ამოიცნო კუნარის პროვინციის ტერორისტებიდან ერთ-ერთი.  

2015 წელს „ისლამური სახელმწიფოსა“ და მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლებმა ერთმანეთს წმინდა ომი, ჯიჰადი გამოუცხადეს. ზოგიერთი მონაცემით, ორ ტერორისტულ ორგანიზაციას შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ISIS-ის ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა „თალიბანის“ დამაარსებელ მოჰამედ ომარს სულელი და გაუნათლებელი მხედართმთავარი უწოდა. მისი თქმით, ეს ადამიანი არც სულიერ და პოლიტიკურ ნდობას არ იმსახურებს. პასუხად, თალიბების ლიდერმა განაცხადა, რომ მოძრაობის არც ერთი წევრი არ დადგება „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ, აღნიშნული დაჯგუფება კი, ავღანეთის მიწაზე ფეხს ვერ დადგამს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,334,177 ნახვა
%d bloggers like this: