სელებრითები

ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის 13 წლის ქალიშვილი საცხოვრებლად მამასთან გადადის

დასავლური მედიის ცნობით, 44 წლის ანჯელინა ჯოლისა და 55 წლის ბრედ პიტის ქალიშვილს, შაილოს დედასთან ცხოვრება აღარ სურს და უახლოეს დროში მამასთან გადავა.  

ინსაიდერების ინფორმაციით, შაილოს არ მოეწონა, როგორ იქცეოდა ჯოლი განქორწინების პერიოდში, ასევე შვილებზე მეურვეობის საკითხების დარეგულირებისას. საბოლოოდ, 13 წლის შაილომ გადაწყვიტა, რომ აღარ სურს იცხოვროს დედის სახლში, რომელსაც ის უბედურების ზონას უწოდებს. 

ბრედ პიტი მოხარულია, რომ ქალიშვილმა მასთან ცხოვრება გადაწყვიტა. უახლოეს მომავალში, შესაძლოა, შაილოს დებმა და ძმებმაც ( ბრედს და პიტს 2 ბიოლოგიური და 3 აყვანილი შვილი ჰყავთ) იგივე გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან დედასთან ცხოვრება მათაც აღარ სურთ. 

აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერჯერობით არ არსებობს, პაპარაცების ფოტოებზე ბავშვები ბედნიერები ჩანან. 

Facebook Comments