ცნობილი ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი თენგიზ არჩვაძე დღეს 87 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მსახიობთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„თენგიზ არჩვაძე ჰოლივუდის მსახიობი რომ ყოფილიყო, მისი ჰონორარი ნახევარ საქართველოს შეინახავდა’’,- ასე შეუფასებიათ იგი დიიიიდ კინომცოდნეებს… მე ბავშვობიდან მიყვარდა და ჰააა, ვუთხარი, როგორც იქნა – ბუხუნა, ბუბუნა, ნიჭიერი, “სიმპატიჩნი” ბიჭი – თენგიზ არჩვაძე ჩვენი მამების თაობიდან და ქართული კინოს მარადიულობიდან!
დღეს 87 წელი შეუსრულდა, გილოცავ, ბატონო თენგიზ!“
Facebook Comments