საზოგადოება

“კომპანია გამოთქვამს მზაობას, ბიუჯეტის სასარგებლოდ, სრულად აანაზღაუროს აღნიშნული ზიანი”

Nusagi

გიორგი თოფჩიშვილსა და ვლადიმერ ყველაშვილს ადვოკატი, ნანი ფრიდონაშვილი კომპანია “ფრეგოს” ირგვლივ განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ფრიდონაშვილის თქმით, გიორგი თოფჩიშვილისა და ვლადიმერ ყველაშვილის მიმართ, საგამოძიებო უწყების მხრიდან არავითარი სახის იძულება და მუქარა არ ხორციელდება.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, მინდა განვმარტო, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, შპს “ფრეგო” – სთან დაკავშირებულ პირებს, გიორგი თოფჩიშვილსა და ვლადიმერ ყველაშვილს, ბრალდება წრედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 2-ე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (რაც გულსიხმობს ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას). აღნიშნული პირები აქტიურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

გამოძიების შედეგად, თუ დადგინდება ბიუჯეტისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, კომპანია გამოთქვამს მზაობას, ბიუჯეტის სასარგებლოდ, სრულად აანაზღაუროს აღნიშნული ზიანი.

ბოლო დღეებში სატელევიზიო საშუალებებითა და სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გიორგი თოფჩიშვილისა და ვლადიმერ ყველაშვილის მიმართ, საგამოძიებო უწყების მხრიდან, ხორციელდებოდა რაიმე სახის იძულება და მუქარა, სრული აბსურდია და სპეკულაციურ ხასიათს ატარებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების, ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ, რაიმე სახის შანტაჟს, ადგილი არ ჰქონია.

2019 წლის 01 აგვისტოს, აღნიშნულის თაობაზე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტთან დეტალურად ვისაუბრე, თუმცა ჩემს მიერ გაკეთებული განცხადების სწორედ ის ნაწილი, სადაც შანტაჟისა და ზეწოლის აბსურდულობაზე ვსაუბრობდი, 21 საათიან “კურიერში” არ გავიდა. გაშვებული იქნა ჩემი ინტერვიუს მხოლოდ ნაწილი, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მათივე ეთერით გაჟღერებულ ინფორმაციასთან.

სამწუხაროდ, “რუსთავი2″-ის მხრიდან, მოხდა რიგითი სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენა, რაც ჩემთვის, როგორც ადვოკატისათვის აბსოლუტურად მიუღებელია,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ბენზინგასამართი სადგურების ქსელის, „ფრეგოს“ დამფუძნებელი გიორგი თოფჩიშვილი 1 აგვისტოს დააკავეს. 

თოფჩიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით სასამართლომ 29 ივლისს იმსჯელა და მას პატიმრობა შეეფარდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,114 ნახვა
%d bloggers like this: