ლენტეხში სოკოთი ინტოქსირებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის დავით ჯანაშიას თქმით, ლენტეხში სოკოთი ინტოქსირებული პაციენტები ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უკვე მოხსნეს.

“ეს იყო მომაკვდინებელი შხამიანი სოკო. უფრო კონკრეტულად მუსკარინის ტიპის შხამი. პაციენტები აღარ ესაჭიროებათ ხელოვნური სასუნთი აპარატი და მიმდინარეობს, შესაბამისი მკურნალობა,”- აცხადებს დავით ჯანაშია.

შეგახსენბთ, რომ 29 ივლისს, ლენტეხის რაიონში რამდენიმე ადამიანი სოკოთი მოიწამლა, ერთი მათგანი ნახევარ საათში ადგილზევე გარდაიცვალა.

Facebook Comments

ახალი დადებული