საზოგადოება

“რუსთავი 2-ის” ყოფილი ფინანსური დირექტორი გამოძიების შეკითხვებს 7 საათის განმავლობაში პასუხობდა

Nusagi

“რუსთავი 2-ის” ყოფილი ფინანსური დირექტორი კახა დამენია მოწმის სტატუსით საგამოძიებო უწყებაში ”რუსთავი 2-ისა” და კომპანია “ინტერმედიას” შორის ფინანსური ოპერაციების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

სამუწყებლო კომპანიის ყოფილ ფინანსურ დირექტორთან კითხვები 2015 წლის ფინანსურ დოკუმენტებთან დაკავშირებით ჰქონდათ, როდესაც ის “რუსთავი 2-ში” ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. დამენიას პროკურატურაში გაუთქმელობის ხელწერილზემოაწერინეს ხელი.

გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ ამ საქმეზე სამი მუხლით დაიწყო. საუბარია თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვაზე. 

გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ამ საქმეზე მოწმის სტატუსით უკვე დაიკითხა “რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია. უწყებაში მის ხელახლა დაბარებას არ გამორიცხავენ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,776 ნახვა
%d bloggers like this: