უცხოური მედია

რუსი მოდელის მკვლელობაში ბრალდებული – მერიდება, მოუვლელი ვარ, ცუდად გამოვიყურები (ვიდეო)

Nusagi

მოსკოვში 33 წლის მაქსიმ გარეევი დააკავეს, რომელსაც ბრალად 24 წლის მოდელის და ბლოგერის, ეკატერინა კარაგლანოვას მკვლელობა ედება ბრალად. გოგონას გვამი, რომელსაც დანით ჰქონდა ჭრილობები მიყენებული, 26 ივლისს ნაქირავებ ბინაში, ჩემოდანში ჩადებული იპოვეს.

დახურული სასამართლო სხდომის შემდეგ გარეევს „კომსომოლსკაია პრავდა“-ს ჟურნალისტი გაესაუბრა. ბრალდებულმა სახის გამოჩენაზე უარი განაცხადა, მისი თქმით, დაკავების დღეს ინტერვიუზე იმიტომ დათანხმდა, რომ კარგად გამოიყურებოდა, ახლა კი, სათანადო მოვლის გარეშე, უკმაყოფილოა საკუთარი გარეგნობით.

გარეევი განათლებით IT-სპეციალისტია, რამდენიმე წლის წინ ჩელიაბინსკიდან მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ნაცნობები ამბობენ, რომ თავიდან ის უხეში და ბრუტალური იყო, თუმცა შემდეგ გამოიცვალა. გადაინერგა თმა, გაიკეთა წარბების ტატუაჟი და წამწამების ღებვაც კი დაიწყო. ქალები ძალიან უყვარდა და გარეგნობის გამო, კენიც კი შეარქვეს (ბარბის მეგობარი ბიჭი).

ჟურნალისტის თქმით, სხდომაზე გარეევი თავდაპირველად ჩუმად იყო, შემდეგ კი, განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ნანობს და მოკლულის ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის.

„მე 4 უმაღლესი დავამთავრე, ინგლისში ვსწავლობდი და ვმუშაობდი, დიდი ხელფასი მქონდა, ახლა კი აქ ვარ. ის ჩვეულებრივი მეძავი იყო, საათში 150 დოლარს იღებდა, მეორედ შევხვდი. მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს სექსუალურ შესაძლებლობებს და შემდეგ ყავის მოდუღებაზეც უარი მითხრა. ჩემს მშობლებსაც ვუხდი ბოდიშს. არ გადამიღოთ, ფოტოებზე სხვანაირი ვარ, ახლა კი – მოუვლელი“,-განაცხადა ბრალდებულმა.

Facebook Comments
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,905 ნახვა
%d bloggers like this: