ხელოვნება და კულტურა

სტალინის ძეგლის დადგმის შემდეგ, მოდელის განადგურება მკრეხელობა იყო – როგორ გადაჭრეს პორბლემა მოსკოვში

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში ჟურნალ „ოგონიოკიდან“ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„რაღაცას ვეძებდი და შემთხვევით წავაწყდი სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის (ვედეენხა) ფოტოსურათებს, სხვადასხვა წლებში გადაღებულს…  რა ვქნა, “ცოდვა” მაქვს ჩადენილი – ნამყოფი ვარ ოკუპანტების ამ გამოფენაზე 1978 წელს. 
აი, ერთ-ერთი ფოტოსურათი ჟურნალ “ოგონიოკ”-იდან, რომელსაც ასეთი მინაწერი აქვს:

1959 წლამდე ВДНХ-ზე იოსებ დტალინის სკულპტურა დადგეს, რომელიც ახლა დემონტირებულია, ვლადიმერ ლენინის ქანდაკება კი, ამ დრომდე იქ დგას.

სანამ დიდ ძეგლს ააგებდნენ, ჯერ მოდელი შექმნეს. მონტაჟის დროს კი, ასეთ პრობლემას წააწყდნენ- სად უნდა წაეღოთ მოდელი? სტალინის განადგურება მკრეხელობა იქნებოდა. სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდნენ. საბოლოოდ კი, გენიალური გადაწყვეტილება მიიღეს- მოდელი დიდ ძეგლში მოათავსეს“.

Facebook Comments