ამერიკელი კალათბურთელი დი ჯეი კუპერი დოპინგტესტის გაყალბებისთვის დისკვალიფიცირებულია. მედიის ცნობით, სპორტსმენმა ფეხმძიმე მეუღლის შარდი გამოიყენა.
პრესისთვის ცნობილი გახდა გამოძიების დეტალები, რომელიც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ 2018 წელს კუპერის მიმართ აღიძრა. კალათბურთელმა შეცვალა შარდის სინჯი, როდესაც ბოსნია და ჰერცოგოვინას გუნდში თამაშის უფლების მოპოვებას ცდილობდა. სპორტსმენი იმან გასცა, რომ შარდში აღმოჩნდა ფეხმძიმე ქალის ჰორმონი.
კუპერს დისკვალიფიკაცია 2 წლით მიენიჭა. სასჯელს 2020 წლის 20 ივნისს გასდის ვადა.
ამერიკელი კალათბურთელი თამაშობდა საბერძნეთის „პანატინაიკოსში“, რუსეთის „ენისეიში“, 2017-2018 წლებში კი, „მონაკოს“ შემადგენლობაში ფიბა-ს ლიგის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
Facebook Comments